ბიზნესი
18/08/2021

იმერი: ჩინურ და თურქულ პროდუქციას ფასით კონკურენციას ვერ ვუწევთ

ქართულ სამკერვალო კომპანია „იმერს“ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება არ უღირს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა გვენეტაძემ განუცხადა, ჩინურ და თურქულ  პროდუქციას აქ წარმოებული ფასით კონკურენციას ვერ უწევს.

მისი ინფორმაციით, იმპორტირებული პროდუქცია ძალიან იაფად იყიდება.

მისივე ინფორმაცით, ამჟამად კომპანია  ქალის სამოსს კერავს საერთაშორისო კომპანიებისთვის, მათ შორის Lebek-ისთვის და Marks&Spencer-ისთვის. საუბარია, ქალის სამოსზე, მათ შორის პალტოსა და ნახევარპალტოზე, კაბაზე, შარვალსა და პიჯაკზე. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულად ექსპორტზე გადის.

სამკერვალო ფაბრიკა „იმერს“ 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქციის ძალიან მცირე ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც (ქუთაისში) იყიდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022