ბიზნესი
28/12/2021

ილია გეფერიძე: 2021 წელს ჩვენი მთავარი მიზანი ბიზნესის გადარჩენა იყო

Gepherrini-სთვის მთავარი აქცენტი 2021 წელს ბიზნესის შენარჩუნება იყო. კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე "ბიზნესპარტნიორთან" 2021 წელს აფასებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იყო. 

მთავარ გამოწვევად გეფერიძე პანდემიას და მის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს ასახელებს. მათ შორისაა, ლოქდაუნი, რომლის გამო პრობლემური იყო  თანამშრომლების ტრანსპორტირება, დაირღვა მიწოდების ვადებიც. 

„გამოწვევა იყო ინფლაციაც, შედეგად, ჩვენს მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურება უკვე აღარ იყო საკმარისი, ამიტომ კომპანიას ავტომატურად ხელფასების გაზრდა მოუწია.

პანდემიის გამო ექსპორტის მიმართულება გაჩერდა, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები კი ხარჯებს ვერ აუდიოდა. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდვების მიმართულება გააძლიერა. მათ შორის, საკმაოდ გავზარდეთ ონლაინ მიმართულებაზე დანარხარჯი, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა. ონლაინ პლატფორმა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ახლა იმ კონდიციაში ვართ, რომ ეტაპობრივად საექსპორტო ქვეყნები დავიბრუნოთ,“ - აცხადებს გეფერიძე.  

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს.