ბიზნესი
10/06/2021

იქომერს ასოციაცია საქართველო: ელექტრონული კომერციის ბაზრის მოცულობა 140 მლნ-ია

„იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ინფორმაციით, ელექტრონული კომერციის ბაზრის მოცულობა 140 მლნ ლარს შეადგენს.

ასოციაციის დამფუძნებლის განმარტებით, გასულ წლებთან შედარებით, ბაზრის ზომა დღეს ოთხჯერ დიდია.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბაზრის ზომა ყოველწლიურად ორმაგდება და ვფიქრობთ, ეს ტრენდი შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. სექტორის განვითარებას პანდემიამ საკმაოდ დიდი ბიძგი მისცა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ელკომერცია ქვეყანაში მაინც ადრეული განვითარების ეტაპზეა. ძირითადი გამოწვევა, რაც სექტორშია ეს არის ბაზრის სიმცირე და მოწოდება. ბევრი ბრენდის საქართველოში შემოყვანა არის ძალიან რთული, რადგან მასშტაბიდან გამომდინარე მათთვის არ არის საინტერესო ქვეყანა. ასევე პრობლემატურია ინფრასტრუქტურა. არ არის განვითარებული ლოგისტიკური ცენტრები, საწყობები, უკეთესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებია საჭირო," - განაცხადა ამირან შეროზიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა დასრულდეს ელექტრონული კომერციის მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება. რაც ამირან შეროზიას განმარტებით, სექტორის მიმართ მომხმარებელთა ნდობას გაზრდის.

Businesspartner