ბიზნესი
31/05/2022

IDS ბორჯომი: კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდა არარეალურია

IDS ბორჯომი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ვითარებაში არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი, არარეალური მოთხოვნაა. როგორც ბორჯომის ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი, მერაბ ახმეტელი განმარტავს,ეს არის მიზანმიმართული მცდელობაა, რომ  დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი და დასაქმებული ადამიანები. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცვაში მონაწილეობს  IDS ბორჯომი-ს თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 630 ადამიანი.

"მოგეხსენებათ, დღეს კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან, საქართველოს ბაზარზე არ გვქონდეს წყვეტა, ჩვენს ხელთ არსებული მცირედი რესურსით, და მინიმალური დატვირთვით დავიწყეთ წარმოების პროცესი. გვინდა მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ თანამშრომლების იმ ნაწილს, ვინც მზადაა განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს ამ კომპანიის გადასარჩენად.

IDS ბორჯომი საქართველო რჩება ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებელად, ჩვენ ამ ურთულეს პირობებშიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 95%-ი შევინარჩუნეთ, ასევე, უცვლელი დავტოვეთ სახელფასო განაკვეთი. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ - ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დღეს  IDS ბორჯომის ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. კომპანიაში მუშაობა შეჩერებულია. პროტესტის მეორე ტალღა დილის 6 საათიდან დაიწყო. ტერიტორიაზე ამ დროისთვის 100-მდე დასაქმებული იმყოფება. მედიაცია კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, რომელიც 21 დღე მიმდინარეობდა, უშედეგოდ დასრულდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023