ბიზნესი
05/11/2020

Icrhome.ge – მულტიბრენდული ავეჯის პირველი ონლაინ მაღაზია გაეშვა

საერთაშორისო კორპორაცია ICR-მა ავეჯის პირველი ონლაინ მაღაზია Icrhome.ge გაუშვა.

კომპანიის ავეჯის მიმართულების მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ტყაბლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ ვებ–გვერდზე გაერთიანებულია 5 ბრენდი, რომლის კატალოგებიც სრულად იქნება წარმოდგენილი და მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა ბრენდის ავეჯი ერთდროულად დაათვალიეროს, შეადაროს ფასები მახასიათებლები, შექმნას კოლექციები და შეიძინოს სახლის მოსაწყობად საჭირო ნივთები და აქსესუარები.

„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს ონლაინ განვადებით. ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე 2 კვირის განმავლობაში შეძენილი ავეჯის ტრანსპორტირება უფასოა. პლატფორმაზე მუშაობა პანდემიამდე გვქონდა დაწყებული, თუმცა ამ პროცესებმა კიდევ უფრო დაგვანახა საჭიროება. დავამატეთ ისეთი მახასიათებლები, რაც განსაკუთერებით მნიშვნელოვანი იქნებოდა და უფრო მეტ კომფორტს შექმნიდა მომხმარებლებისთვის კორონავისურისის დროს. ავეჯის გარდა საიტზე განთავსებულია ინტერიერის მოსაწყობად საჭირო ნივთები და სხვადწასხვა აქსესუარი - ხალიჩები, განათება, ჭურჭელი და სხვა. ჩვენი საიტის დამატებით მთლიანი სახლის მოწყობაა შესაძლებელი,“ – ამბობს მარიამ ტყაბლაძე.

Icrhome.ge–ზე დეტალურადაა წარმოდეგენილი ფოტომასალა, ნივთის აღწერილობა, ზომა ფაქტურა და ყველა ის მახასიათებელი, რაც შეიძლება მომხმარებელს შესაძლოა აინტერესებდეს.

„რამდენიმე დღეში საიტს ონლაინ ჩათი დაემატება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი დამატებითი კითხვის შემთხვევაში დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. საიტი მუდმივად განახლდება მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით და ყოველ კვირა ახალი კოლექციები დაემატება", – აღნიშნავს ICR–ის ავეჯის მიმართულების მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Icrhome.ge ავეჯის და სახლის აქსესუარების 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს და 5 მაღაზიით არის წარმოდგენილი, მათ შორისა, ლაბორატორია ჩემი სახლი - რომელიც,  ავეჯის და სახლის აქსესუარების 100-მდე საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას აერთიანებს; მობლერი - ტრენდული ავეჯისა და აქსესუარების ხელმისაწვდომი ბრენდია, წარმოდგენილი პროდუქციის დიზაინი იქმენა ევროპაში, ხოლო საწარმოები მდებარეობს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში; კარე - ექსკლუზიური ავეჯის, განათების და აქსესუარების გერმანული ბრენდი; ჩემი ოფისი - შექმნილია სამუშაო სივრცის მოსაწყობად. იტალიური შოურუმი ლაბორატორია - სადაც წარმოდგენილია წამყვანი იტალიური და ევროპული ბრენდების პროდუქციის სადემონსტრაციო ნიმუშები.

Businesspartner