ბიზნესი
23/08/2022

ICR ჯგუფი "სკარპიერას" ფილიალს ზუგდიდშიც გახსნის

ICR ჯგუფი ფეხსაცმელების ახალი ბრენდის, „სკარპიერას“ და მაღაზიათა ქსელს აფართოებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განუცხადა,დაახლოებით 10 დღეში 1 მაღაზია თბილისში, "გლდანი მოლში" გაიხსნება,უახლოეს 1-2 თვეში კი ზუგდიდში.

შეგახსენებთ, ბრენდი მამაკაცის და ქალის ფეხსაცმლის ახალ ხაზს აერთიანებს. „სკარპიერას“ შექმნაში დაახლოებით $500 000-ის ინვესტიცია განხორციელდა. 

პროდუქცია ბაზარზე 2022 წლის მარტში გამოვიდა და ICR ჯგუფის მიერვე დაფუძნებულ „სკარპიერას“ მაღაზიათა ქსელში იყიდება. ამ დროისთვის ICR ჯგუფს "სკარპიერა" 5 მაღაზიას აერთიანებს (4-თბილისში, 1 - ბათუმში). 

„პროდუქცია ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში (ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი) იწარმოება, დიზაინს კი ჩვენ ვქმნით, თუმცა, ეს Made in Georgia არ არის,“ - აცხადებს ხაზარაძე.

ფეხსაცმელების საშუალო ფასი 70 აშშ დოლარია.

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. 

მათ შორის, ICR ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: "ჯეოქსი" (იტალია), "ეკკო" (დანია), "ბატა" (იტალია), "ბამბინო" (წარმოადგენს ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების საბავშვო ფეხსაცმლის ხაზებს, როგორებიცააა: "ეკკო","ჯეოქსი","ბატა", "ნატურინო", "სტარი" და სხვა), "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა (მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებია: Paul Smith, Emporio Armani, Bikkembergs, Pollini, Premiata, Rick Owens, Philippe Model,Paciotti, Dries Van Noten, Richmond, SGL, Marni, Maison Margiela, Hotto და სხვა.), "კორსო იტალია", "ავ-ლაბი" ("ბატას" ჯგუფის წევრი). 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023