ბიზნესი
22/08/2022

ICR ჯგუფი ავეჯის და აქსესუარების პოლონური ბრენდის შემოყვანას გეგმავს

ICR ჯგუფი ავეჯის და აქსესუარების პოლონური ბრენდის შემოყვანას გეგმავს.  როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განუცხადა, ბრენდის პირველი მაღაზია საქართველოში ოქტომბერში გაიხსნება. 

ხაზარაძის განცხადებით, ამჟამად ბრენდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

ავეჯის ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია ბრენდებით: „ლაბორატორია ჩემი სახლი“ (საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ავეჯის მიმართულების პირველი კომპლექსური პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ნებისმიერი სურვილის, ინდივიდუალური თუ ინდუსტრიული პროექტის განხორციელებას), „მობლერი“ (წარმოდგენილი კოლექციების დიზაინი იქმნება ევროპაში და იწარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), KARE (გერმანული ბრენდი), „იტალიური შოურუმი ლაბორატორია“.

ICR ჯგუფმა მიმდინარე წლის მაისში შემოიყვანა  ავეჯის და აქსესუარების  თურქული კომპანია Mudo, გარე ავეჯის ფრანგული კომპანია Naterial-ი, განათების სისტემების ჰოლანდიური კომპანია lith&living-ი შემოიყვანა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023