ბიზნესი
13/12/2021

ICR ჯგუფი 2022 წლიდან ავეჯის ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას გეგმავს

ICR ჯგუფი 2022 წლიდან ავეჯის ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განუცხადა, ამ დროისთვის მოლაპარაკები მიმდინარეობს.

განიხილება ავეჯის მიმართულებით  3  ევროპული ბრენდის შემოყვანა.

„2021 წლის ბოლომდე დაიხურება მოლაპარეკბები, 2022 წლის აპრილიდან კი ვგეგმავთ ის მომხმარებელს წარვუდგენოთ,“ - აცხადებს ხაზარაძე.

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპნიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

ავეჯის ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია ბრენდებით: „ლაბორატორია ჩემი სახლი“ (საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ავეჯის მიმართულების პირველი კომპლექსური პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ნებისმიერი სურვილის, ინდივიდუალური თუ ინდუსტრიული პროექტის განხორციელებას), „მობლერი“ (წარმოდგენილი კოლექციების დიზაინი იქმნება ევროპაში და იწარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), KARE (გერმანული ბრენდი), „იტალიური შოურუმი ლაბორატორია“.