ბიზნესი
20/04/2021

Homemade-ს გაყიდვები შეუმცირდა

ქართული ავეჯის მწარმოემოებელ მაღაზია Homemade-ს გაყიდვები შეუმცირდა, მიზეზი კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული ლოქდაუნი და ლარის გაუფასურებაა.

პირველი სირთულე, როგორც კომპანიაში ამბობენ, HoReCa სექტორის ჩაკეტილობამ შექმნა, რადგან როგორც Homemade-ის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, კომპანიის ძირითადი მომხმარებლები სასტუმროები და რესტორნები იყვნენ, შესაბამისად, ამ ბიზნესის ჩაკეტვით რეალიზაციის მაჩვენებლები პირდაპირპროპორციულად შემცირდა.

„2020 წლის განმავლობაში უმეტესად დახურულები ვიყავით და თანამშრომლების შემცირებასაც ვერ ავუარეთ გვერდი,“ - ამბობს დავით ცერცვაძე.

მისივე შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ასევე მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია. კურსის ცვალებადობა, როგორც წესი, ნედლეულის გაძვირებას იწვევს, ეს კი მზა პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება, შესაბამისად, ნაკლები მსყიდველუნარიანობის პირობებში, პროდუქტის გაზრდილი ფასი რეალიზაციისთვის კიდევ ერთი ბარიერს ქმნის.

„ძალიან ბევრ კომპანიას საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვს, შესაბამისად, კომპანიის ფულადი სახსრების დინება უარყოფით ბალანსში გადადის და ბიზნესს ამასთან გამკლავება უჭირს,“ - აცხადებს დავით ცერცვაძე.

 

Businesspartner