ჰიპერმარკეტი ონლაინ - ბაზარზე ახალი ბრენდი VILI გამოჩნდა
VILI ქართული ონლაინ ჰიპერმარკეტია, რომელიც მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად სასურველი პროდუქტის შეძენას სთავაზობს. კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი მარიამ მოდებაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ VILI-ს შექმნის იდეა პანდემიას და ონლაინ სერვისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
„2 კვირაა, რაც ბაზარზე გამოვჩნდით, უკვე გვყავს მომხმარებლები და დაინტერესებაც ყოველდღიურად იზრდება. თითქმის ერთი წელი ვემზადებოდით ამისთვის, ამიტომ სრული სერვისი წარვადგინეთ, რომელიც მოიცავს, ვებ პლატფორმასა და მობაილ აპლიკაციას, საიდანაც შეკვეთის გაფორმება ხდება. ასევე გვყავს საკუთარი საკურიერო გუნდი, რომელიც სრულიად უფასოდ მიაწვდის შემკვეთს შეძენილ პროდუქტს, თუმცა ჩვენი გუნდის წახალისების მიზნით, მომხმარებელს შეუძლია მიტანის სასურველი საფასურის მითითება. სერვისი მაქსიმალურად მოქნილია, შესაძლებელია სწრაფი მიტანით სარგებლობა, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ხორციელდება ან წინასწარ რამდენიმე დღით დაგეგმვა, ამასთან მომხმარებელი წონაში არ არის შეზღუდული,“ - აღნიშნავს მარიამ მოდებაძე.
VILI-ს თანამედროვე სტანდარტების საწყობი 800 კვ.მ სივრცეს მოიცავს, სადაც შესაძლებელია როგორც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა, ასევე სხვა სურსათი და საყოფაცხოვრებო საქონელის.
„ჩვენი თანამშრომლები, მუდმივად ზრუნავენ პროდუქტების განახლებაზე, შენახვის სტანდარტების დაცვასა და ხარისხზე, რათა შეუქმნან მომხმარებლებს საუკეთესო შთაბეჭდილებები და გამოცდილება. ჰიპერმარკეტის სახელი ინგლისური სიტყვიდან Village მოდის, რადგან გვინდოდა ხაზი გაგვესვა ჩვენი პროდუქციის წარმომავლობაზე. ფერმერებისგან ვიღებთ, ხილ–ბოსტნეულს, რძის ნაწარმს და ხორცპროდუქტებს. თუმცა, გვაქვს როგორც იმპორტირებული, ასევე საქართველოს ბაზარზე ასრსებული სხვა პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი,“ – განმარტავს VILI–ის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი.
პროექტი კერძო ინვესტიციით და პარტნიორების დახმარებით განხორციელდა. ამ ეტაპზე ჰიპერმარკეტი მხოლოდ თბილისის მასშტაბით ოპერირებს, თუმცა სამომავლო გეგმაშია გაფართოება.
„გვინდა, რაც შეძლება მეტი ფერმერი შემოგვიერთდეს. იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა, რომ ადგილობრივ ფერმერებს პანდემიის პერიოდში დავხმარებოდით. ვაპირებთ პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას და კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. სამომავლოდ, არაერთ ინოვაციას შვთავაზებთ მომხმარებლებს, მუდიმავად გავნვითარების პროცესში ვართ და როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში ვაპირებთ გაფართოებას,“– ამბობს მარიამ მოდებაძე.