ბიზნესი
25/10/2022

ჰერბია: 1-2 ჩვენნაირი კომპანია სანამ არ იქნება, მწვანილს ექსპორტზე ვერ გავიტანთ

მწვანილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი პროდუქციის ექსპორტზე გატანას აღარ გეგმავს. მიზეზი საქართველოს ბაზარზე დიდი მოთხოვნა და პროდუქციის ნაკლებობაა.

კომპანიის თანადამფუძნებელი დავით ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ გასული წლიდან დღემდე გაყიდვები დაახლოებით 25%-ითაა გაზრდილი, საექსპორტო პროდუქცია კი თითქმის აღარ რჩება.

„საქართველოში დღეს ერთგვაროვანი პროდუქციის ნაკლებობაა. სანამ არ განვითარდება სოფლის მეურნეობა და ჩვენნაირი კომპანია 1-2 მაინც არ იქნება, პროდუქციას ექსპორტზე მასიურად არ გავიტანთ,“ - აცხადებს ჯანელიძე.

ინფორმაციისთვის, "ჰერბია" წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომელიც 30–მდე დასახელების მწვანილს, ბოსტნეულს, ასევე სხვადასხვა სახის სოუსებს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
01

16/12/2022
ეკონომიკა

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
02

21/04/2023
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
03

04/03/2021
ტურიზმი

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება
04

08/11/2022
ენერგეტიკა

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  
05

23/09/2021
ტურიზმი

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ელექტრომობილები მოემსახურება
06

30/04/2021