ბიზნესი
23/06/2022

"გურჯაანის ნაყინი" დიაბეტურ ნაყინს ბაზარს 10 დღეში ისევ მიაწვდის

„გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელი კომპანია შპს „აისის“ გენერალური დირექტორი გურამ ბერიკაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანია 10 დღეში ბაზარს დიაბეტურ ნაყინს ისევ მიაწვდის.

„დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ბევრი ვაწარმოეთ, შესაფუთი მასალა გამოგველია, შეკვეთილია და რამდენიმე დღეში თურქეთიდან  ჩამოვა. ამჟამად, დიაბეტური ნაყინი მხოლოდ ვანილის არომატით იწარმოება, მომავალის სეზონისვის კი სხვადასხვა არომატსაც დავამატებთ“-აცხადებს ბერიკაშვილი.  

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია 32 დასახელების სხვადასხვა ნაყინს უშვებს. რაც შეეხება გაყიდვებს, ის პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ 50 წელზე მეტი გავიდა რაც გურჯაანის ნაყინი პირველად ჩამოისხა. საწარმოში 130-მდე ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023