ბიზნესი
13/05/2022

გურიაში წარმოებული ნორვეგიული ორაგულის ექსპორტზე გატანა იგეგმება

გურიაში წარმოებული ნორვეგიული ორაგულის ექსპორტზე გატანა იგეგმება.

კომპანია „გურია ფიშ ფარმინგის" დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ წარმოების მასშტაბი საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოების ნორვეგიული ორაგული მიაწოდოს როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზრებს, თავად კომპანია კი ორაგულის ქვირითის შესყიდვას ნორვეგიიდან ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს თევზის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებას წყლის რეზერვუარებში. რეზერვუარები სპეციალური მილის საშუალებით შავი ზღვის წყლით მარაგდება.

საწარმო, რომელიც გრიგოლეთში მდებარეობს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.