ბიზნესი
26/08/2022

"გურია ფიშის" კალმახი ქსელურ მარკეტებში იყიდება

საქართველოში წარმოებული კალმახი ქსელურ მარკეტებში  საკმაოდ მოთხოვნადია. პროდუქტი „გურია ფიშის“ ბრენდით იყიდება „კარფურში“, „აგროჰაბში“ და ა.შ.

როგორც „გურია ფიშ ფარმინგის" დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს არის საცდელი პარტია, რომელმაც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა.

რაც შეეხება ორაგულს, მისი რეალიზაცია 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყება.

მისი განცხადებით, იგეგმება ადგილობრივი ბაზარის სრულად ათვისება, რაც კომპანიის წარმადობის დაახლოებით 15% იქნება.

„გამორიცხულია ვინმემ, მათ შორის ნორვეგიამ ფასში კონკურენცია გაგვიწიოს. ხარისხი კი საერთაშორისო სტანდარტის იქნება. დანიელების პროექტი გვაქვს გაკეთებული, ქვირითი ნორვეგიულია, საკვები დანიიდან შემოგვაქვს, ლიფსიტები უბრალოდ ქართულ ჰავაზე გაიზრდებიან. ვგეგმავთ ყველასთან თანამშრობლობას, ვინც ბაზარზე ორაგულის მომხმარებელია, მათ შორის HoReCa სექტორთანაც,“ - აცხადებს ჩხაიძე.

განიხილება გურიაში წარმოებული ნორვეგიული ორგულის ექსპორტზე გატანაც.

პროექტი ითვალისწინებს თევზის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებას წყლის რეზერვუარებში. რეზერვუარები სპეციალური მილის საშუალებით შავი ზღვის წყლით მარაგდება.

კომპანია გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023