ბიზნესი
22/03/2021

გულსუნდა - პირველი ქართული გასართობ-შემეცნებითი ბოქსი ბავშვებისთვის

“გულსუნდა“ ყოველთვიური საბავშვო გასართობ-შემეცნებითი ყუთია, რომელიც დაკომპლექტებულია, მხოლოდ ქართული, საინტერესო საბავშვო პროდუქტების/აქტივობებით.

პროექტის მიზანი პატარა ადრესატებისთვის საინტერესო პროდუქტების გაცნობა და  ქართული საბავშვო ბრენდების პოპულარიზაციაა, პრინციპი არსი კი ის, რომ „თამაში თამაშზე მეტია“.

პროექტის იდეა ანი ჩერქეზიშვილს და მის მეუღლეს, არჩილ შარაშენიძეს, პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, 2021 წლის იანვარში გაუჩნდათ, როდესაც შვილისთვის სამომავლოდ საინტერესო გასართობ-შემეცნებით პროდუქტებს არჩევდნენ. ამ ამბავში მთავარი სწორედ პატარა ნიკოლოზია.

„გადავწყვიტეთ შეგვექმნა პრაქტიკული და ჭკვიანი პროდუქტი, რომელიც მშობელს დროს, ენერგიას  და ფინანსურ რესურსს დაუზოგავდა. „გულსუნდა“ 2–10 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. მიგვაჩნია, რომ თუ სწორ საბავშვო პროდუქტებს მივაწვდით ბავშვს, გაცილებით საინტერესო და პროდუქტიული იქნება პროცესი. ყუთები არ მეორდება, ყოველი თვის ყუთი უნიკალურია და მისი რაოდენობა შეზღუდულია, ყოველ თვე განსხვავებული ქართული წარმოების საბავშვო პროდუქტებით ვავსებთ ყუთს. "გულსუნდაში" მოხვედრამდე პროდუქცია ტესტირებას გადის. აუცილებელია იყოს საინტერესო, განსხვავებული და ხარისხიანი.

ბავშვები ყუთში 5–6 პროდუქტს აღმოაჩენენ. მაგალოთად, "გახდი მებაღე", რომლიც ბავშვებს მცენარის დარგვას ასწავლის, რომ ბუნებასთან მაქსიმალური კავშირი ჰქონდეთ. მარტის თვეში კედლის სტიკერ-სახაზავი გვაქვს, რითაც ბავშვის სიმაღლეში ზრდას ვაკვირდებით. ასევე მდიდარია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ინფორმაციული მესიჯებით. მარტის ყუთში  „ჩხირკედელას“ ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინების ნაკრებიც გვაქვს. მნიშვნელოვანია აპრილის თვის სამაგიდო თამაში „სამეფო“, რომელიც მარტივად ასწავლის ბავშვებს საქართველოს ისტორიას. ქართული ბრენდი "უნიკი“ პატარა მზარეულებისთვის სამზარეულოს წინსაფარს ათავსებს აპრილის ყუთში. მრავალმხრივია პრდუქტები, შესაძლოა ბავშვებმა რომელიმე სფეროს მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინონ ან ნიჭი აღმოაჩინონ,“ – აღნიშნავს ანი ჩერქეზიშვილი.

ამ ეტაპზე, „გულსუნდა“ მხოლოდ ონლაინ იყიდება და მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება. ყუთის ფასი 40 ლარია და მასში 5-7 საბავშვო პროდუქტია მოთავსებული. როგორც კომპანიაში ამბობენ, ერთგული მომხმარებლები უკვე შეიძინეს და მომდევნო თვის ყუთებიც წინასწარაა დაჯავშნილი.

„პროდუქტებს ვარჩევთ ისე, რომ 2–10 წლამდე ყველასათვის მისაღები იყოს. ბიჭის და გოგოს დიფერენცირებას არ ვახდენთ. გვინდა ვემეგობროთ მშობლებს, ყოველთვიურად ერთჯერადად ყუთის შეძენით მოიხსნან მთელი თვის თავსატეხი. „გულსუნდა“ კარგი საჩუქარია პატარა იუბილარებისთვისაც. სახელდობრივი წერილებით კიდევ უფრო განსაკუთრებულს ვხდით პროდუქტს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება მინიმალური იყო, რადგან „გულსუნდა“ არ არის გადამყიდველი და ქართული ბრენდებისთვის ერთგვარი Marketplace-ია. ჩვენი პირადი დანაზოგი ძირითადად მარკეტინგული მიმართულებით გამოვიყენეთ. სამომავლოდ, მომხმარებლებს “გულსუნდას“ კიდევ უფრო ფართო სპექტრით შევთავაზებთ, რომელიც საინფორმაციო ბლოგს მოიაზრებს, სადაც მშობლები უფასოდ მიიღებენ საჭირო რჩევებს", – აღნიშნავს „გულსუნდას“ თანადამფუძნებელი