GSA Technologies: გვერდში დავუდგებით მათ, ვინც ჭკვიანი აეროპონიკით გადაწყვეტს ეკოპროდუქტების წარმოებას
სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “ჯი ეს ეი ტექნოლოგიების“ დირექტორის ონისე ზივზივაძის თქმით, „ჭკვიანი აეროპონიკის“ ტექნოლოგიის საშუალებით კომპანია საქართველოში სოციალური პროექტის განხორციელებას გეგმავს.
„გვინდა სოციალური პროექტის განხორციელება, რაც ნიშნავს რომ სულ უფრო მეტმა ფერმერმა და დაინტერესებულმა ადამიანმა გამოიყენოს „ჭკვიანი აეროპონიკის“ ტექნოლოგია. ტექნოლოგიურად გვერდში დავუდგებით მათ, ვინც გადაწყვეტს ჩვენთან ერთად აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
შეიქმნება ერთგვარი კოოპერატივი, ჩვენი გუნდის წევრების მიერ მოყვანილ მოსავალს ჩვენ თვითონ შევისყიდით და გავიტანთ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. ჩვენი მიზანი არ არის ვიყოთ ყველაზე ძლიერი კომპანია, გვინდა რაც შეიძლება მეტმა რგოლმა ისარგებლოს და ერთად გავხდეთ ძლიერები. ამ ტექნოლოგიას მხოლოდ საქართველოში გავყიდით, არ ვაპირებთ უცხოურ ბაზარზე გატანას. ამით ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის განვითარებას,“– აღნიშნავს ონისე ზივზივაძე.
ახალი ტექნოლოგიის სამართავად მოხდა მისი სრული ავტომატიზაცია, რაც ნიშნავს, რომ ყველა პარამეტრი კონტროლდება კომპიუტერით, ადამიანის ჩარევის გარეშე. ასე შესაძლებელია დისტანციურად მართვაც, პანელების კონტროლი და ა.შ.
„საბოლოო შემოწმებებისა და სერთიფიკატების მოპოვების შემდეგ, „აეროპონიკით“ მიღებულ მოსავალს საქართველოს ბაზარზე გავიტანთ. იმის გათვალისწინებით, რომ ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის იქნება, გაიყიდება მხოლოდ ქსელურ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში. ამ გზით ვეცდებით იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებას. ასევე ჩვენი მიზანია ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ბაზრების ათვისება. სამომავლო გეგმების განსახორციელებლად ფინანსების მოზიდვაა საჭირო. უცხოლელ ინვესტორს გვიჩევნია საქართველოში მოვიზიდოთ ეს თანხები, ამიტომ GITA-ს 650 000 ლარინ საგრანტო კონკურსში და 500 Startups-ში მივიღებთ მონაწილეობას,“ – თქვა “ჯი ეს ეი ტექნოლოგიების“ დირექტორმა.