“გრანდ კახეთი“ ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს
“გრანდ კახეთი“, რომელიც პროდუქციას “მაკარონი ქართულის“ ბრენდით უკვე ერთი წელია აწარმოებს, გაფართოებას და მეორე ქარხნის აშენებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დირექტორი პაატა მამისაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, მეორე ქარხანა არსებულის გვერდით (მარტყოფის გადასახვევთან) წლის ბოლომდე აშენდება. შედეგად, კომპანია წარმადობის გაორმაგებას და მაკარონის 15 სახეობამდე გაზრდას შეძლებს, მათ შორის იქნება ე.წ სპაგეტის წარმოებაც.
მამისაშვილის ინფორმაციით, გაფართოების პროექტში კომპანია დამატებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.
„გრანდ კახეთი“ ამ დროისთვის 5 სახეობის პროდუქტს - მაკარონს და ვერმიშელს აწარმოებს. მათ შორის, 20 და 5 -კილოგრამიან, ასევე 900 - გრამიან შეფუთვებში.
პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამატებითი მინარევების გარეშე. რაც შეეხება ფასებს, 20 კგ-იანი შეფუთვით მაკარონი 40 ლარად იყიდება, 5 კილოგრამიანის ფასი 10 ლარია, 900 გრამიანი შეფუთვა 2 ლარად იყიდება.
პროდუქცია სუპერმაკეტ „ნიკორას“, „ლიბრეს“ "ზღაპარის" ქსელში იყიდება „ზღაპარში“. რეალიზაცია ხდება რეგიონებშიც.