ბიზნესი
23/08/2023

გორში შეკერილი საბავშო სამოსი კორეაშიც გაიყიდება - "ლიმოს" გეგმები

კორეაში ჩვენი საბავშვო სამოსის პირველი პარტია უკვე გავაგზავნეთ, ნიმუშები მოიწონეს და შეკვეთაც დაგვიდასტურეს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ლიმოს“ დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ახლა მუშაობა მეორე პარტიაზე მიმდინარეობს და ის ნოემბრის ბოლოს გაიგზავნება.

„კორეას შემთხვევაში, საუბარია 2024 წლის ზამთრის კოლექციაზე. ჯამურად, 1500 ერთეული სამოსი უნდა გავგზავნოთ. ეტაპობრივად, საექსპორტო პროდუქციის მოცულობა გაიზრდება. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ევროპული ბაზრების შეკვეთაზეც. კერძოდ, ასევე შემოდგომა-ზამთრის კოლექცია გაიგზავნება შვედეთსა და საფრანგეთში. ორივე ქვეყანაში, ჯამში, 800 ერთეულ საბავშვო სამოსზეა დაკვეთა და სავარაუდოდ, დეკემბრის პირველ კვირაში გაიგზავნება ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი პარტია“, - აღნიშნა ნინო გიორგაძემ.

მისივე თქმით, „ლიმო“ სხვა ახალი ბაზრების მოძიებაზეც აქტიურად მუშაობას და ექსპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს რიგ სახელმწიფოებთან.

„ჯერჯერობით, ამ ქვეყნებს ვერ დავასახელებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი წლიდან, თანამშრომლობას განვაახლებთ ჩვენს მეზობელ ქვეყანა სომხეთთან, სადაც წინა წლებში ექსპორტი ორჯერ განვახორციელეთ“, - განმარტა „ლიმოს“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „ლიმო“ ბაზარზე 2020 წლიდან საქმიანობს, ის საწარმოს გორში ფლობს და 30-ამდე ადამიანს ასაქმებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022