ბიზნესი
24/03/2020
გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს
გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვის მუშაობს, – განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა წისქვილკომბინატის მუშაობის პროცესის გაცნობისას.
საწარმო 24 საათის რეჟიმში მუშაობს და ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს.
,,ფქვილის მარაგის პრობლემა არ დგას, მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება. რაც მთავარია, საწარმო უახლოეს დღეებში კიდევ 10 000 ტონის დამატებას გეგმავს.” – აღნიშნა რწმუნებულმა.
მისივე თქმით, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.