გონიოში "გუმბათი რეზიდენსი" 2023 წლის დეკემბერში გაიხსნება
დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ გონიოში საინვესტიციო აპარტამენტის მშენებლობას 2023 წლის დეკემბერში დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $10 მლნ-ია.
პროექტი „გუმბათი რეზიდენსი“ 12 სართულიანი იქნება, რომელიც მოიცავს 103 სხვადასხვა ზომის აპარტამენტს. აპარტამენტები ბარდება რეონტით, ავეჯითა და ტექნიკით. კომპლექსი მოიცავს კეთილმოწყობილ სანაპიროს, ლაუნჯს, რესტორანს, ფრენბურთის მოედანს, ღია კინოთეატრს, კაზინოს, გამწვანებულ ეზოს, ბუნგალოსა და გარე აუზს. კომპლექსში შედის 2-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომიც.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სამშენებლო სამუშაოები ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია მიწისქვეშა ორ სართულიანი ავსტოსადგომის მშენებლობა და მიმდინარეობს მეოთხე სართულის დასკვნითი სამუშაოები.
რაც შეეხება აპარტამენტების ღირებულებას, "გუმბათი რეზიდენსში“ კვადრატული მეტრი ფასი 4 245 ლარიდან იწყება. ამ დროისთვის უკვე გაყიდულია აპარტამენტების დაახლოებით 54%. მათივე ინფორმაციით, პროექტში აპარტამენტების შეძენით ძირითადად, უცხოელები ინტერესდებიან. თუმცა, არსებობს ადგილობრივი სეგმენტიც, რომელიც ცდილობს თანხა უძრავ ქონებაში დააბანდოს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პროექტში თანხების დაბანდებით დაინტერესებული პირები ავტომატურად ერთვებიან აპარტამენტების მართვის პროგრამაში, რაც ითვალიწინებს მმართველი კომპანიის მიერ აპარტამენტების გაქირავებას და მესაკუთრეებისათვის მუდმივი შემოსავლის წყაროს მიღებას.
როგორც „გუმბათი ჯგუფში“ აღნიშნავენ, პროექტში გათვლისწინებულია კაზინო რომელშიც ოპერირებას განიხილავს ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდი, რომელთანაც მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.