ბიზნესი
07/09/2022

გოჩა სვანიძე: ბიზნესისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გართულებულია

გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის სიახლე არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში ბიზნესი აქტიურად საუბრობს სასამართლოს გადაწყვეტილების გახანგრძლივებულ აღსრულებაზე. ბიზნეს სექტორში, სადაც დრო ყველაზე მეტად ფასობს, სამართლის აღსრულებას ამაოდ ელის, არადა ეს საკითხი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასთან.

იურისტები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებას სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან, მათ შორისაა, სუბიექტური ფაქტორიც. ხშირად სხვადასხვა შემთხვევაში კერძო კომპანიის და კერძო პირის მიმართ აღსრულება საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, სხვა შემთხვევაში კი პირიქით, პროცესი ჭიანურდება.

ადვოკატი გოჩა სვანიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ გაჭიანურებულ აღსრულებასთან დაკავშირებით კომპლექსური სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან მოგებული დავის აღსრულება, შესაძლოა, დაგვიანებით მოხდეს, ან მისი აღსრულება სულაც შეუძლებელი იყოს. 

“ადვოკატი მეორე მხარესაც (ანუ მოვალეს) ჰყავს, რომელიც ცდილობს კანონიერი გზით გააჭიანუროს პროცესი და ეს არ არის მხოლოდ აღმასრულებლის ბრალი. პირობითად დავა რომელიც დასრულდა, მის აღსრულებამდე ადვოკატი მუშაობას აგრძელებს და აღსრულების გაჭიანურება სწორედ წაგებული მხარის ინტერესებშია. ამ შემთხვევაში საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, ისეთი ცვლილები, რომელიც არავის მისცემს მანიპულირების შესაძლებლობას. აღსრულების პროცესი არ უნდა იყოს არც სოციალურად ორიენტირებული და არც შერჩევითი, აღსრულება არის აღსრულება და ის უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, დაუყოვნებლივ და სწრაფად“, - განმარტავს გოჩა სვანიძე.

კიდევ უფრო პრობლემურია სახელმწიფოს მიმართ აღსრულება, გოჩა სვანიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ გაუჭიანურონ მოდავეს პროცესი და მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. მისივე თქმით, რაც შეეხება აღმასრულებლებს, მათ ინტერესში ნამდვილად არ შედის აღსრულების გაჭიანურება, თუმცა მათ ინტერესებშია საქმეების დროულად დასრულება და აღმასრულებელს, ბუნებრივია ურჩევნია მარტივი პროცესები აღასრულოს.

"ამას ვერ უშველის ვერც რომელიმე ერთი კონკრეტული კანონის მიღება, ვერც სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება... უკვე ძალიან შევტოპეთ და გვიანია, მაგრამ უნდა შევეგუოთ რომ ეს სასამართლო გვექნება დიდი ხნის განმავლობაში. დროულად უნდა მივიღოთ კანონი მოსამართლეეების არჩევით დანიშვნასთან დაკავშირებით (ბევრი მოსამართლე დანიშნულია სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა) და ნელ-ნელა იმაზე მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ ამიერიდან მაინც არ დავუშვათ შეცდომები და  ახალმა სისტემამ ნელ-ნელა ჩაანაცვლოს ძველი (იმის მომხრე ნამდვილად არ ვარ, ეს მოსამართლეეები სახლში გავუშვათ). კონკრეტული მემკვიდრეობა ამ მიმართულებით უნდა შეიცვალოს - სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება საკითხის მოგვარებას, ვერავის დავვმოძღრავ და ვერც რჩევებს გავცემ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ერთობლივი შეხვედრები, სამუშაო ჯგუფები, რათა საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდეს, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას“, - მიიჩნევს გოჩა სვანიძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023