ბიზნესი
02/06/2022

Global Finance- მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ- Global Finance- მა საქართველოს ბანკი 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

სარედაქციო ჯგუფმა შეისწავლა 7 რეგიონსა და 80 ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები, ჩაატარა ბაზრის კვლევა, გაითვალისწინა ექსპერტთა მოსაზრებები, რათა შეერჩია ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ საუკეთესო სერვისების მიწოდებას ადგილობრივ ბაზრებსა და
რეგიონებში. საუკეთესო კასტოდიან ბანკები შემდეგი კრიტერიუმით შეარჩიეს: კლიენტებთან ურთიერთობა, მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმები, ანგარიშსწორების შემდგომ ოპერაციები, ბიზნესის უწყვეტობის გეგმები, მომხმარებელთა კმაყოფილება და ადგილობრივი რეგულაციების ცოდნა. საერთაშორისო გამოცემამ 2021 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდი შეაფასა.

„პანდემიამ დააჩქარა კასტოდიანი ბანკების დიჯიტალიზაციის ტემპი. ბანკები აგრძელებენ ადაპტირებას, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ხარისხის ფასიანი рппქაღალდების სერვისები საკუთარი კლიენტებისთვის მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ. „Global Finance Sub-custodian Bank-ის ჯილდოები გადაეცემათ ორგანიზაციებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციურ იდეებს, ეფექტურ გადაწყვეტილებებსა და რჩევებს“,- დასძენს ჯოზეფ ჯიარაპუტო.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. “საქართველოს ბანკი” არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს. “საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023