ბიზნესი
16/08/2021

Global Beer Georgia საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გამყარებას გეგმავს

Global Beer Georgia (GBG) საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გამყარებას უმიზნებს. „საქართველოს კაპიტალმა“ ინვეტორებს შვილობილი GBG-ის შედეგები და სტრატეგია წარუდგინა.

ლუდის მწარმოებელ კომპანიას 2021 წლის 6 თვეში რეალიზაცია და შემოსავლები გაეზარდა. იანვარ-ივნისში GBG-ის შემოსავლები 21%-ით 25.4 მლნ ლარამდე გაიზარდა.

შემოსავალი ბაზრების მიხედვით:

  • ადგილობრივი ბაზარი - 21.75 მლნ
  • ექსპორტი - 3.7 მლნ

წლის პირველ ნახევარში ლუდის რეალიზაციამ 120 000 ჰექტოლიტრი შეადგინა, ზრდა 3%-ია. წელს 247 000 ჰექტროლიტრის რეალიზაციაა დაგეგმილი. კომპანიის სტრატეგიაა 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 320 000 ჰლ-მდე გაიზარდოს. ამას შემოსავლების 94.3 მლნ ლარამდე გაზრდა უნდა მოჰყვეს.

კომპანია ორიენტირებულია გააძლიეროს ექსპორტი. კომპანია მუშაობს დაამყაროს ძლიერი პარტნიორობა დაამყაროს უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, მოლდოვასა და ჩინეთში.

Global Beer Georgia -ს ცნობით, 2020 წელს კომპანია ბაზრის 22%-ს ფლობდა. ბაზარზე მისი წილი 2019 წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.  მათ შორის, პრემიუმ სეგმენგზე ბაზრის 52% ეკუთვნოდა.

ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020 წელს ლუდის ბაზრის 31% EFES Georgias აკონტროლებდა, 26% ზედაზენი ( ქართილი ლუდის კომპანია) 16% ეჭირა არგოს და 5% სხვა კომპანიებს.

Businesspartner