ბიზნესი
24/11/2021

"გლდანი მოლი" შავ პარასკევს მომხმარებლებს 70%-მდე ფასდაკლებას შესთავაზებს

„გლდანი მოლი“ შავ პარასკევს მომხმარებლებს 70%-მდე ფასდაკლებას შესთავაზებს. როგორც სავაჭრო ცენტრის კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში შავ პარასკევს ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი ნაკადი შეინიშნება.

„გაზრდილი ნაკადის მიღებისთვის „გლდანი მოლი“ განსაკუთრებულად ემზადება. ჩვენთან შავი პარასკევი 26 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება და მომხმარებლები ამ პერიოდის განმავლობაში შეძლებენ სასურველი ნივთების შეძენას, 70%-მდე ფასდაკლებით. ხუთდღიანი პერიოდი ნაკადების სწორად გადანაწილების საშუალებას მოგვცემს. აქციაში ჩართულია ყველა ის მაღაზია, რომელიც ოპერირებს "გლდანი მოლში“, - განმარტა ეკა დავითურმა.

მისივე თქმით, „გლდანი მოლი“ გაყიდვების 2019 წლის მაჩვენებლებს უახლოვდება.

„პანდემიამ ყველა ბიზნესზე მოახდინა გავლენა. მიუხედავად ამისა მცდელობა ძალიან დიდია რომ დავუბრნდეთ 2019 წლამდე არსებულ ნიშნულს. ჯერჯერობით პროგნოზთან ახლოს ვართ და ვიმედოვნებთ, პანდემიამდელ მაჩვენებლებთან მიახლოებას ძალიან მალე შევძლებთ.“-აღნიშნა ეკა დავითურმა.

Businesspartner