ბიზნესი
17/06/2022

გიორგი კაპანაძე: Axis Towers-ი მაღალშემოსავლიანი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე  თბილისში, ვაკეში, მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის  Axis Towers-ის გახსნის მნიშვნელობას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მსგავსი ბიზნეს ცენტრების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტობრივად, ერთ სივრცეშია მოქცეული ძალიან ბევრი შესაძლებლობა, იქნება ეს ოფისები, სასტუმროს სერვისი, კაფე-რესტორნები თუ რეკრეაცია.

როგორც კაპანაძე აცხადებს,აღნიშნული სივრცის არსებობით  იქმნება ერთი დიდი ბიზნეს ცენტრი, რომელიც დარწმუნებული ვარ, როგორც რიგითი მოქალაქეებისთვის, ისე ბიზნეს წრეებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება.

„ეს ადგილი საკმაოდ საინტერესოა ტურისტული კუთხით, გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო, სამუშაო და დასასვენებელი სივრცე ფაქტობრივად გვერდი-გვერდაა. დარწმუნებული ვარ,რომ მაღალშემოსავლიანი ტურისტებისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო,“-აღნიშნავს კაპანაძე და იქვე განმარტავს, რომ ეს ლოკაცია იქნება ერთგვარი ბიზნეს თაუერი,სადაც წარმოდგენილნი იქნებიან საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ტურისტები და ჩვენი ის მოქალაქეები, ვისაც დასვენება სურს.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქი მიიღებს ამერიკული ბიზნეს თაუერის ტიპის მრავალფუნქციურ სივრცეს,რომელიც თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, თბილისში პირველია.

დამკვიდრდება თუ არა Axis Towers-ი როგორც თბილისის ახალი ლენდმარკი და  ჩაეწერება  თუ არა ის დედაქალაქის ლანდშაფტში, კაპანაძე აცხადებს, რომ ეს სივრცე თბილისის იერსახეს აუცილებლად მოერგება, რადგან შენობა აქრიქტექტურულადაც ძალიან  განსაკუთრებული და საინტერესოა.

„ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლები, იგივე დეველოპმენტის ან სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები თავად ნახავენ თუ რამხელა შესაძლებლობებს გააჩენს Axis Towers-ი. დარწმუნებული ვარ,უახლოეს მომავალში კიდევ გაჩნდება მსგავსი ტიპის ბიზნეს თაუერები. შესაძლოა, მსგავსი მასშტაბის არა,მაგრამ მსგავსი, რომელიც იქნება სხვადასხბა ბიზნეს თუ სოციალურ ფენებზე გათვლილი. ამ შემთხვევაში მსგავსი შენობების, არქიტექტურის და ბიზნეს პროფილის შენობების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის,მისი ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის“-აცხადებს კაპანაძე.

მისივე განმარტებით, Axis Towers-ი საკმაოდ მასშტაბური ინვესტიცია განხორციელდა. საუბარია ნახევარი მილიარდ ლარზე. პროექტში მონაწილეობდა როგორც საბანკო სექტორი, ისე „თანაინვესტირების ფონდი“. 

Axis Towers-ი მთლიანად ქართული პროექტია. იდეის ავტორი, არქიტექტორი და დეველოპერი ალექსანდრე მეჟევიძეა. მისი მშენებლობა 2015წელს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით განახლდა. 

Axis Towers-ის 37-სართულიანი ნაგებობა დამატებით  4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში.

პროექტი ერთდროულად მოიცავს დეველოპმენტის 5 მიმართულებას:სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე,კომერციული და გასართობი ფუნქციები. სასტუმრო Pullman - Accor Group-ის პრემიუმ კლასის ბრენდი, Axis Towers ის შავ, ანუ მინის კოშკში, მე-19 სართულიდან არის განთავსებული და 220 ნომერს აერთიანებს.

შავი კოშკის ბოლო 37-ე  სართულზე განთავსებულია Axis Towers - ის Sky Bar  (Weather Report) და Sky რესტორანი  (“დიუმა”).