ბიზნესი
11/07/2022

"გიანთი ლოჯისტიკსი" ოქროს ბრენდის გამარჯვებულია

"გიანთი ლოჯისტიკსი" ოქროს ბრენდის გამარჯვებულია. 

საქართველოში ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება "ოქროს ბრენდის" ჯილდო წელს 50 კომპანიას გადაეცა.

მარკეტინგული კვლევის ცენტრ Global Idea-სა და გამომცემლობა The Financial-ის ორგანიზებით ჩატარებულ შეფასებაში ჩართულები იყვნენ ექსპერტები, საკონსულტაციო კომპანიები და მომხმარებლები. ექსპერტების კვლევის საგანს ბრენდის ცნობადობა და ხარისხი წარმოადგენდა.

ჯილდოების ნომინაციას შარშან „ნომერ პირველი ლოჯისტიკური და სატრანსპორტო კომპანიის“ ჯილდო დაემატა და ლიდერ კომპანიად ზედიზედ მეორედ "გიანთი ლოჯისტიკსი" დასახელდა.

„გიანთი“ მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის ლოჯისტიკურ მომსახურებას: საჰაერო, საგზაო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებს. განსაკუთრებით კი გამოირჩევა არაგაბარიტული ტვირთების დამუშავების მრავაწლიანი გამოცდილებით. კომპანიას 17 წელი შეუსრულდა და ამ ეტაპზე წარმოდგენილია: 200 თანამშრომლით, 100 ერთეული სატრანსპორტო ტექნიკით, საბაჟო საწყობით ფოთში, ოფისებით საქართველოში: თბილისში, ზესტაფონში, ფოთსა და ბათუმში, ასევე ქვეყნის გარეთ: აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ესტონეთში.

როგორც „გიანთის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს: არ გამოირჩევიან აქტიური მარკეტინგული საქმიანობით და სწორედ ამიტომ აღნიშნული ჯილდოს მიღება ყველა გიანთელისთვის ორმაგად სასიხარულოა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023