ღვინო "დაკარგული ედემი" ამერიკის რამდენიმე შტატში უკვე იყიდება
ამერიკის ბაზარზე „დაკარგული ედემი“ უკვე იყიდება.
როგორც “საპარტნიორო ფონდის” გენერალური დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდის“ ერთ-ერთი პროექტია ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის შესვლის პოლიტიკის შექმნა და ღვინის პოლიტიკის შესწავლა.
საგანელიძე აცხადებს, რომ დღეს ქართული ღვინო ამერიკის 3-4 შტატში უკვე იყიდება.
„ამ პროექტში მონაწილეობდა ლევან გაჩეჩილაძეც. შესაბამისად, ბევრი რამ გაკეთდა, შეირჩა ბრენდი, რომელიც ამერიკის ბაზარზე ყველაზე მეტად იყო მოწონებული და ამ ბაზარზე იმუშავა სერიოზულად. შეირჩა ბოთლის დიზაინი, ეტიკეტი, შეიქმნა მარკეტინგული სისტემა და დღეს რამდენიმე კონტეინერი გასულია ამერიკის ბაზარზე.
ამ დროისთვის შეიძლება დიდი გაყიდვები არ იყოს, თუმცა, ამერიკის ბაზარზე ღვინო თაროზე დადო და იქ გაყიდო, მარტივი არ არის. თუმცა, იმასაც აღვნიშნავ, რომ ბრენდის პოპულარიზაცია მზრადია,“ - აცხადებს საგანელიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე საქართველოში წარმოებული ღვინის შეტანისა და პოპულარიზაციის მიზნით „საპარტნიორო ფონდს“ დაავალა შპს „გლობალ ბრენდი“ 2,628 მლნ დოლარით დაეფინანსებინა. განკარგულება ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილი გასცა. აშშ-ის ბაზრის ათვისება კომპანიას სამი წლის წინ, 2018 წელს უნდა დაეწყო.