ბიზნესი
01/09/2022

"ღვინის ქურდები" უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაიყიდება

„ღვინის ქურდების“ ბრენდით ქართული ღვინო უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაიყიდება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ღვინის მწარმოებელი კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუნებელმა გივი  აფაქიძემ განუცხადა.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს,მოლაპარაკებები ამ დროისთვის თითქმის დასასრულს უახლოვდება, მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება.

როგორც აფაქიძე განმარტავს, „ღვინის ქურდები“ ითანამშრომლებს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე  მოქმედ ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან, რომელიც ბაზარს ქართულ ღვინოს მიაწვდის.

რაც შეეხება სხვა საექსპორტო ქვეყნებს, „ღვინის ქურდები“ უკვე გადის საფრანგეთსა და ნორვეგიაში.

კომპანია ამ ეტაპზე "ღვინის ქურდების" ბრენდის ქვეშ რამდენიმე დასახელების ღვინოს  აწარმოებს. ესენია:ცოლიკაური, რქაწითელი, რაჭული თეთრა და  საფერავი.გივი აფაქიძის განცხადებით,ღვინის დაახლოებით 80%-ი საექსპორტოა. დანარჩენი კი აქტიურად იყიდება ღვინის სახლებსა და ბარებში.

კომპანია „ღვინის ქურდების“  თანადამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანია ღვინის ნაწილს საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნისგან, ნაწილს კი ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ყურძნით აწარმოებს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამჟამად  კომპანია ქვეყნის მასშტაბით 4-5 ფერმერთან თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე   კომპანია მათ ეხმარებოდა ღვინის ბრენდირებასა  და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023