ღვინის ჩაის მწარმოებელი კომპანია "სტუმარი" კახეთში ქარხანას აშენებს
ღვინის ჩაის მწარმოებელი კომპანია „სტუმარი“ კახეთში, საგარეჯოს რაიონის საოფელ მანავში ქარხანას აშენებს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ბუკია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქარხანა 2022 წელს ამოქმედდება. საუბარია, ჯამში 5 ჰა ტერიტორიის ათვისებაზე, სადაც განთავსდება როგორც ქარხანა, ისე გაშენდება ვენახები.
„იქნება სრულიად განსხვავებული კონცეფცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება ნახოს საფერავის, როგორ გადამუშავდება ქართული ყურძენი დანაკარგების გარეშე. ეს ახალი ნაბიჯია საქართველოში უდანაკარგო წარმოების მიმართულებით,“-აცხადებს ბუკია.
აქამდე კომპანია პროდუქტს ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთ ქარხანაში საკმაოდ მცირე აწარმოებდა, ახლა კი კომპანიას სურს საკუთარი საწარმო ჰქონდეს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონი ლარია.
შეგახსენებთ, კომპანია ღვინის ჩაის 2017 წლიდან აწარმოებს, თუმცა მხოლოდ ტურისტულ ობიექტებში სასაჩუქრე ნაკრებს ყიდდა. ახლა კი კომპანიამ მიიღო გადაწყევტილება, შევიდეს რითეილ სექტორში და გარკვეული წილი დაიკავოს ბაზარზე.
კომპანია „სტუმარის“ დამფუძნებელი გიორგი ბუკია აცხადებს, რომ ღვინის ჩაის წარმოების იდეა ქართველ ფარმაცევტ ირაკლი ნატროშვილს ეკუთვნის, რომელიც 25 წლის წინ იკვლევდა ღვინის (საფერავის) სასარგებლო თვისებებს და აღმოაჩინა, რომ გადამუშავების პროცესში მიღებულ პროდუქციას გააჩნია არანაკლები სასარგებლო თვისებები, ვიდრე ღვინოშია.
მისი ინფორმაციით, ღვინის დამუშავება, რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მიღებული პროდუქციის დაფასოება ხდება პაკეტებში. მომზადების წესი კი ჩაის ანალოგიურია ანუ 3-4 წუთის განმავლობაში საჭიროა მისი გაჩერება ადუღებულ წყალში და პროდუქტი მზად არის.