ბიზნესი
01/09/2021

"ღვარძელაშვილის მარნის" ღვინო საფრანგეთსა და იტალიაში გაიყიდება

“ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი 2021 წლის ბოლომდე ღვინოს საფრანგეთსა და იტალიაში გაიტანს. ამ დროისთვის ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ფერმერი მიმდინარე წელს მარანში 6 500 ბოთლის წარმოებას გეგმავს, რომლის უდიდესი ნაწილი საექსპორტოა. „საფრანგეთიდან იყვნენ ჩამოსული, წაიღეს ნიმუშები, ტესტები გაგზავნილია იტალიაშიც. ამ დროისთვის ფასზე შეთანხმება მიმდინარეობს“, - აცხადებს ღვარძელაშვილი.  

მისი ინფორმაციით, ადგილობრივად ღვინო მხოლოდ ორ ღვინის ბარში იყიდება. ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა ამერიკა, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი და ჰოლანდია. 

თელავის რაიონის სოფელ  კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს - საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.

„ღვარძელაშვილის მარანი“ ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020