ბიზნესი
02/09/2021

“ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელმა ბუტიკ სასტუმროს მშენებლობა გადადო

“ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელმა გიორგი ღვარძელაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, რომ ბუტიკ სასტუმროს მშენებლობა გადადო.მისი ინფორმაციით,მიზეზი ფინანსებია, რეინვესტიციისთვის გათვალისწინებული თანხები კი საწყის ეტაპზე მარნის და ვენახების გაფართოებას მოხმარდება.

როგორც ღვარძელაშვილი აცხადებს, მხოლოდ მარნის გაფართოებაში 20 000 -25 000 ლარის ინვესტიცია დაიხარჯება.

„ამ დროისთვის კომპანია 5 ჰა-ს ვენახს ფლობს სოფელ კონდოლში, წლის ბოლომდე ვენახები 6 ჰა-მდე გაფართოვდება,სამომავლოდ კი დაგეგმილია მისი 8-10 ჰა-მდე გაზრდა,“-აცხადებს ღვარძელაშვილი. 

თელავის რაიონის სოფელ კონდოლში,5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი აწარმოებს 3 დასახელების ბიო ღვინოს საფერავი,კონდოლური და ჟღია.

წელს “ღვარძელაშვილის მარანში“  6 500 ბოთლამდე ღვინის წარმოება იგეგმება, აქედან უდიდესი ნაწილი საექსორტო იქნება. გიორგი ღვარძელაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივად ღვინო მხოლოდ ორ ღვინის ბარში იყიდება. ექსპორტიორ ქვეყნები კი ამერიკა, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი და ჰოლანდიაა.  წლის ბოლომდე ექსპორტიორ ქვეყნებს საფრანგეთი და იტალიაც მიემატება.

„ღვარძელაშვილის მარანი“ ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020