"ღვარძელაშვილის მარნის" დამფუძნებელი: რუსეთში ღვინო არ გამიტანია და არც გავიტან
“ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი რუსეთის ბაზარს ბოიკოტს უცხადებს. როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რუსეთში ღვინო არც გაუტანია და არც სამომავლოდ გეგმავს.
„ერთ ბოთლში 100 დოლარიც რომ გადამიხადონ, მაინც არ გავიტან. ეს პოზიცია მქონდა რუსეთ-უკრაინის ომამდეც და ახლა მითუმეტეს ვრჩები ამ აზრზე,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.
რაც შეეხება სხვა ექსპორტიორ ქვეყნებს, ომამდე თითქმის გადაწყევტილი იყო „ღვარძელაშვილის მარნის“ მიერ წარმოებული ღვინის უკრაინაში ექსპორტი, თუმცა, შექმნილმა სიტუაციამ პროცესი შეაჩერა.
ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა ავსტრია, შვედეთი, ამერიკა, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, საფრანგეთი და ჰოლანდია, თუმცა, მიმდინარე წელს ექსპორტზე არცერთი ბოთლი არ გასულა.
„2021 წელს გავიტანე ბოლოს ღვინო, წელს ამ ეტაპზე აქტიურობა არ არის. ამ პერიოდისთვის სხვა წლებში უკვე იყო შემოთავაზებები, მიდიოდა მოლაპარაკებები, ჩემს შემთხვევაში წელს ეს პროცესები შეჩერებულია,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.
მისი ინფორმაციით, ადგილობრივად ღვინო მხოლოდ ორ ღვინის ბარში იყიდება.
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს - საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.
„ღვარძელაშვილის მარანი“ ღვინოს 2015 წლიდან აწარმოებს.