"ღვარძელაშვილის მარანი" ექსპორტზე ვეღარ გადის
„ღვარძელაშვილის მარანი“ მიმდინარე წელს არსებულ ტენდენციებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი აცხადებს,2022 წელს ექსპორტზე 1 ბოთლიც არ გასულა, შესაბამისად, წელს პერსპექტივა ტურიზმის მიმართულებაშია.
მისი განცხადებით,ამჟამად დიდი ინტერესია გერმანიიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან. უცხოელები ძალიან აქტიურად ჩამოდიან და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას ადგილზე ეცნობიან. ღვარძელაშვილის განცხადებით, წელს ჯგუფური ჯავშნები უკვე 11 აპრილიდანაა.
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში,5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი აწარმოებს 3 დასახელების ბიო ღვინოს საფერავი,კონდოლური და ჟღია.
გიორგი ღვარძელაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივად ღვინო მხოლოდ ორ ღვინის ბარში იყიდება. ექსპორტიორ ქვეყნები კი ამერიკა, შვედეთი, საფრანგეთი,გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი და ჰოლანდიაა.
„ღვარძელაშვილის მარანი“ ღვინოს 2015 წლიდან აწარმოებს.