ბიზნესი
24/12/2020
GHG: ლარის კურსი ფარმაციის სექტორს დიდ ზარალს აყენებს
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, GHG–ში შემავალი სააფთიაქო ქსელები, “ჯი პი სი“ და „ფარმადეპო“ 2020 წელს საშუალო მაჩვენებლით ასრულებენ.
„მძიმე პერიოდია ყველასთვის, მათ შორის სააფთიაქო ქსელებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მედიკამენტების 90% იმპორტირებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ–დან, ევროსა და დოლარის იმპორტი, ლარის კურსი დიდ ზარალს აყენებს სექტორს, თუმცა HoReCa–სთან და სხვა ინდუსტრიებთან შედარებით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან. ზუსტი მონაცემები ჯერ არ გვაქვს.
ზოგიერთი პროექტი დროებით შევაჩერეთ, თუმცა განვითარების გეგმები არ შეცვლილა, მომავალ წელს ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად ჩვენს პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ,“ – აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.