ბიზნესი
03/02/2021

GHG-ის შვილობილ "ევექსის ჰოსპიტლებს" PROPARCO გრანტს გამოუყოფს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) შვილობილ "ევექსის ჰოსპიტლებს" ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი PROPARCO (Groupe Agence Française de Développement) პანდემიის დროს დამცავი აღჭურვილობის ხარჯების დასაფინანსებლად გრანტს გამოუყოფს.

”ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთი ძლიერი საყრდენია. ეს იყო Agence Française de Développement-ის მიერ 2020 წელს გაწეული დახმარების ძირითადი ასპექტი. Covid-ის დროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად გავაძლიეროთ საქართველოში ჯანდაცვის სექტორი,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

Proparco-ს რეგიონალური დირექტორი თურქეთში, კავკასიაში, შუა აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში სტეფან ფროისარდეი ამბობს, რომ "ევექსმა" დაადასტურა, რომ საქართველო covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი და ერთგული კონტრიბუტორია.

"ვამაყობთ, რომ შევძლებთ მხარი დაუჭიროთ მის საქმიანობას და ხელი შევუწყოთ თანამშრომლებისა და პაციენტების გაძლიერებაში,” - განაცხადა სტეფან ფროისარდეიმ.

Proparco და "ევექსი" 2016 წლიდან პარტნიორობენ, Proparco-მ 25 მლნ დოლარის სესხი გამოყო ჯანმრთელობის დაცვის პროვაიდერთან მისი განვითარების ხელშესაწყობად, რაც "ევექსს" თავისი თანამშრომლებისა და პაციენტების დაცვაში დაეხმარა, მათ შორის პირადი დამცავი აღჭურვილობის შეძენის, სადეზინფექციო მასალებისა და სერვისების საშუალებით.

GHG-ის გენერალურმა დირექტორმა Proparco–ს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

”GHG-ის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო Proparco-ს, ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორს, ამ რთულ პერიოდში კომპანიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ჩვენი ექიმები და ექთნები ფრონტის ხაზზე არიან ვირუსის საწინააღმდეგოდ 24/7 საათზე და ჩვენი ვალია დავიცვათ და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. Proparco-ს მიერ მიღებული დახმარება ნამდვილად ხელს შეუწყობს საავადმყოფოებში დამცავი ზომების კიდევ უფრო დახვეწას,“ – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის უმსხვილესი ჯგუფის (GHG) შვილობილი კომპანია, "ევექს ჰოსპიტალსი" ქვეყნის მასშტაბით 18 რეფერალური საავადმყოფოს მართავს. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, ექვსის საავადმყოფომ (თბილისში და რეგიონებში) 1000-ზე მეტი საწოლი გამოყო, სპეციალურად აღჭურვა და ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, პანდემიის სამართავად.

PROPARCO წარმოადგენს AFD-ის (საფრანგეთის განვითარების სააგენტოს) კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილებას, რომელიც 40 წელია მოქმედებს ეკონომიკური, სოციალური და გარემოს მდგრადი განვითარების მიმართულებით. PROPARCO ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.