ბიზნესი
12/08/2020

Gepherrini–ს პროდუქცია Taobao–ზე და Tmall-ზე გაიყიდება

2020 წლის ბოლოდან Gepherrini–ს პროდუქცია ჩინურ ონლაინ პლატფორმა TAOBAO–ზე და Tmall-ზე გაიყიდება. 

“ბიზნესპარტნიორთან“  Gepherrini–ს დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განმარტა, რომ ონლაინ პლატფორმების გარდა, ქართული პროდუქცია 2021 წლიდან ჩინურ ბაზარზე, სავაჭრო ცენტრებშიც გაიყიდება.

„ვეძებთ წარმოამდგენელს, რომელიც ჩინეთის მაღაზიებში ჩვენი ბრენდის ოფიციალური წარმდგენი იქნება. საწყის ეტაპზე, სატესტო რეჟიმში სარეალიზაციო ქსელში ჩაეშვება 200 მოდელი, შემდეგ  ახალი შეკვეთა მოთხოვნიდან გამომდინარე გაკეთდება“,– აღნიშნავს ილია გეფერიძე.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. 

TAOBAO ჩინეთის ონლაინ მაღაზიების პლატფორმაა და მსოფლიოში ყველაზე დიდი კომერციული ვებ-გვერდი.

Tmall-იც ჩინეთის ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის პლატფორმაა, სადაც უამრავი ბრენდის საქონელი იყიდება. ვებ-გვერდს წლის განმავლობაში 500 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

Businesspartner