ბიზნესი
16/08/2020

Gepherrini–ს ონლაინ გაყიდვები 5-ჯერ გაიზარდა– ილია გეფერიძე

პანდემიის პერიოდში, Gepherrini–ს ონლაინ გაყიდვები 5–ჯერ გაიზარდა. კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე აღნიშნავს, რომ მაღაზიებში შემოსავალმა იკლო, თუმცა გარკვეულწილად ეს ონლაინ გაყიდვებით დაკომპენსირდა.

„პანდემიამდე ჩვენი პრიორიტეტი ფიზიკური მაღაზიების გახსნა იყო, ახლა შევცვალეთ მიმართულება და ონლაინ გაყიდვების სფეროს ვაძლიერებთ,“ – აღნიშნავს გეფერიძე.

Gepherrini–ს  პროდუქციის შეძენა არამარტო საქართველოს ონლაინ პლატფორმაზე, არამედ 2020 წლის ბოლოდან ჩინურ ონლაინ პლატფორმა TAOBAO–ზე და Tmall-ზეც იქნება შესაძლებელი. 

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს.