ბიზნესი
06/08/2021

Gepherrini-ს პროდუქცია TAOBAO-სა და Tmall-ზე წლის ბოლოდან გაიყიდება

პანდემიის გამო Gepherrini-ს პროდუქციის ჩინურ ონლაინ პლატფორებზე გატანა დაუპაუზდა, თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დიდი ალბათობით, პროექტი დაიძვრება და 2021 წლის ბოლომდე Gepherrini–ს პროდუქცია ჩინურ ონლაინ პლატფორმა TAOBAO-სა და Tmall-ზე  გაიყიდება. 

მისივე განმარტებით, ონლაინ პლატფორმების გარდა, ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე, სავაჭრო ცენტრებშიც გაიყიდება.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. 

TAOBAO ჩინეთის ონლაინ მაღაზიების პლატფორმაა და მსოფლიოში ყველაზე დიდი კომერციული ვებ-გვერდი.

Tmall-იც ჩინეთის ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია იყიდება. ვებ-გვერდს წლის განმავლობაში 500 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022