ბიზნესი
04/01/2022

Gepherrini-ს პროდუქცია Taobao-სა და Tmall-ზე მარტიდან გაიყიდება

Gepherrini-ს პროდუქცია ჩინურ ონლაინ პლატფორებზე 2022 წლის მარტიდან გაიყიდება.

კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკებები დასრულებულია და კომპანიის პროდუქცია Taobao-სა და Tmall-ზე გაიყიდება.

მისივე განცხადებით, 2022 წელს კომპანია ეტაპობრივად დაიბრუნებს საექსპორტო ქვეყნებს, ასევე დაემატაება იტალიის ბაზარიც.  კომპანიის პროდქუცია  იყიდებოდა 11 ქვეყანაში.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. 

Taobao ჩინეთის ონლაინ მაღაზიების პლატფორმაა და მსოფლიოში ყველაზე დიდი კომერციული ვებ-გვერდი.

Tmall-იც ჩინეთის ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია იყიდება. ვებ-გვერდს წლის განმავლობაში 500 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.