ბიზნესი
05/08/2021

Gepherrini-ს ახალი ქარხანა და ქალის ტანსაცმლის წარმოება - პროექტის დეტალები

ჩანთების მწარმოებელი  ქართული  კომპანია  Gepherrini  დაახლოებით 6 თვეში  ახალი ქარხნის მშენებლობას და ქალის ტანსაცმელის წარმოების დაწყებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პანდემიამ Gepherrini-ზეც იმოქმედა და გეგმები 2022 წლამდე გადასწია.

მისი თქმით, კომპანია  ტანსაცმელის წარმოებას საშუალო და დაბალი საფასო სეგმენტისთვის გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი ლარია, ამაში შედის ქარხნის მშენებლობა, მოწყობა და ახალი ხაზის ამოქმედება.

„ახლა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, თუ ყველაფერი დადებითად გადაწყდა, პროექტის განხორციელება დაიწყება. ქარხანა აშენდება 3000 კვადრატული მეტრის ფართზე, სადაც  მოხდება კომპანიის მიერ წარმოებული ყველა არსებული ხაზის გადატანა. პროექტი მზად არის, თუ ფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა, დაიწყება ფართის მოძიება და შემდეგ უკვე დაპროექტება,“ - აცხადებს გეფერიძე.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022