ბიზნესი
22/04/2022

Gepherrini ონლაინ პლატფორმა Tmall-ზე პროდუქციას 2 კვირაში გაგზავნის

Gepherrini პროდუქციას ჩინურ ონლაინ პლატფორმა Tmall-ზე გასაყიდად 2 კვირაში გაგზავნის.

კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შეკვეთა უკვე მიღებულია და პირველი პარტიაც გაიგზავნება. ტრანსპორტირებას 1 თვე დასჭირდება. 

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ ონლაინ პლატფორმა Taobao-სთანაც.

მისივე განცხადებით, კომპანია პანდემიის შემდეგ ეტაპობრივად იბრუნებს საექსპორტო ქვეყნებს. იხსნება ჩინეთის ბაზარი, კომპანიის პროდუქცია უკვე იყიდება ისრაელშიც. ჯამში, Gepherrini-ს პროდუქუცია 10-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. 

შეგახსენებთ, Tmall-ი ჩინეთის ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია იყიდება. ვებ-გვერდს წლის განმავლობაში 500 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

Taobao-ც  ჩინეთის ონლაინ მაღაზიების პლატფორმაა და მსოფლიოში ყველაზე დიდი კომერციული ვებ-გვერდი.