Gepherrini ნახევარ წელში წარმოებას ახალი ქარხნიდან დაიწყებს
ჩანთების მწარმოებელი ქართული კომპანია Gepherrini ნახევარ წელში წარმოებას ახალი ქარხნიდან დაიწყებს.
Gepherrini-ს დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ობიექტს, რომელიც ვაშლიჯვარში მდებარეობს, კომპანია მიმდინარე დღეებში იყიდის.
მისი ინფორმაციით, კომპანია ახალი ქარხნიდან გეგმავს სხვადასხვა ახალი პროექტის განხორციელებას.მათ შორისა, ქალის ტანსაცმლის წარმოების დაწყებას, თუმცა, ამისთვის ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს სტაბილურობაც აუცილებელია.
მისი თქმით, კომპანია ტანსაცმელის წარმოებას საშუალო და დაბალი საფასო სეგმენტისთვის გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი ლარია.
2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. კომპანიას ამჟამად წარმოება ნაძალადევის რაიონში, მექანიზაციის ქუჩაზე აქვს.