ბიზნესი
13/06/2022

Georgian Products Renaissance: საქართველოში მოყვანილი პეკანი რუსეთშიც იყიდება

თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance-მა ამერიკული ჯიშის კაკლის- პეკანის ექსპორტი დაიწყო.

კომპანიის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ გასულ წელს სატესტო პარტია პოლონეთში გააგზავნა, წელს კი  საქართველოში წარმოებული პეკანი (10 ტონა) რუსეთის ბაზარზე გავიდა.

„რუსი პარტნიორებისგან საკმაოდ მიმზიდველი წინადადება გვქონდა, საკმაოდ კარგი ფასი შემოგვთავაზეს. თუმცა, პეკანზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, ნებისმიერ ქვეყანაში გავყიდით.

ხობის საწარმოს დაემატა ახალი გადამამუშავებელი ხაზი, რამაც კომპანიას საშუალება მისცა ამერიკული ნიგოზი გადაამუშაოს.

„ნედლეულს ფერმერებისგან ვიბარებთ, რომელსაც ვტეხავთ, ვაკალიბრებთ. 1 კილოგრამი პეკანის გულის მიღების ფასი  5-7 ლარია. ახალ სეზონზე პეკანის მირებას ნოემბრიდან დავიწყებთ,“ - აცხადებს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო Georgian Products Renaissance-ი 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ ლარია. 2014 წელს კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში 391 166 დოლარის სესხი, ასევე გრანტის თანადაფინანსება 312 932 დოლარი მიიღო. დაფინანსების შედეგად, კომპანიამ ქარხნისთვის საჭირო ყველა ტექნიკა შეიძინა, მათ შორის სამტვრევი, შესაფუთი და მოსახალი დანადგარები, კომპანიის მეორე საწარმო, რომელსაც თხილის შესანახად იყენებს, კახეთში აქვს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023