ბიზნესი
18/07/2022

Georgian Bicycle Group: ველოსიპედების გაქირავების სერვისზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა

Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელის ბექა კიკნაველიძის ინფორმაციით, სამთო ტურიზმისთვის საჭირო ველოსიპედების გაქირავებაზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა.

„პანდემიის შემდეგ ტურიზმის თვალსზრისით რომ რაიმე აქტივობა იქნებოდა ამის მოლოდინი არ გვქონდა. გადარჩენაზე ვიყავით ეს ორი წელი, ახლა კი შემოსავალი 2019 წლის მაჩვენებელს არ ჩამოუვარდება,“-აცხადებს კიკნაველიძე.

როგორც Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, კომპანია ველოსიპედებს აქირავებს როგორც კორპორატიული ტურებისთვის, ისე საცალო შემთხვევაში. Georgian Bicycle Group-ი თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთანაც.

რაც შეეხება ფასებს, Georgian Bicycle Group-ში სამთო ტურიზმისთვის საჭირო ველოსიპედის ქირაობა 7-10 ლარს შეადგენს (1სთ-ში), დღეში კი მისი ფასი 50 ლარამდეა. 1 თვიანი აბონიმენტის შეძენა 300 ლარის ღირებულებისაა.

შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური, იმპორტირებული ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023