ბიზნესი
04/08/2021

Georgian Bicycle Group: მაღალფასიან ველოსიპედებზე მოთხოვნა გაიზარდა

Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კორონავირუსის პერიოდში ველოსიპედებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტად მოთხოვნადი და გაყიდვადი მაღალფასიანი ველოსიპედებია.

მისი ინფორმაცით, თუ აქამდე ველოსიპედები 1200 ლარის ფარგლებში იყიდებოდა, ახლა  მომხმარებელი უპირატესობას 1500-1800 ლარის ღირებულებისას ანიჭებს.

„ხალხი მიხვდა, რომ ის  ჩინური წარმოების ველოსიპედი, რომელიც ბაზარზე ფართოდ იყო წარმოდგენილი და 500-700 ლარებად იყიდებოდა, არ იყო ხარისხიანი და 1 თვეში ფუჭდებოდა. მიხვდნენ, რომ  სჯობს დაამატონ 500-600 ლარი და იყიდონ პირობითად, გერმანული, ხარისხიანი პროდუქტი,“ - აცხადებს კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022