ბიზნესი
18/07/2022

Georgian Bicycle Group-ი საქართველოში პირველ მინი ველობაზას შემოდგომაზე გახსნის

საქართველოში პირველად, მინი ველობაზა შემოდგომიდან ამოქმედდება. პროექტი, რომლის მფლობელი Georgian Bicycle Group-ია, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება.

კომპანიის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე Georgian Bicycle Group-მა შეიძინა 250 კვადრატული მეტრი ფართობი, სწორედ აქ იგეგმება ველობაზის, სერვისცენტრის და ელექტრომობილების წარმოების გაერთიანებული ბაზის მოწყობა.

კიკნაველიძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, უახლოეს მომავალში დაიწყება ობიექტის შოურ რუმის მოწყობა და ბოლო დეტალებზე მუშაობა.

პროექტი ითვალისწინებს ველოსიპედების განვითარებას საქართველოში და მის ხელშეწყობას, კერძოდ, იქნება უმაღლესი დონის ველოსახელოსნო, ელექტროველოსიპედების სერვის ცენტრი, ველოსიპედების წარმოების ლაბორატორია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრენინგ ცენტრი, რომელიც  დაინტერესების შემთხვევაში განათლებას მისცემს სხვა მაღაზიების ველოსახელოსნოებს, აღზრდის კადრებს. 

რაც შეეხება საინვესტიციო მოსულობას, ეს დამოკიდებულია ველოზაბაში არსებულ  შესაძლო დანადგარებსა და ზოგადად, ტექნიკაზე. 

კიკნაველიძის ინფორმაციით, მსოფლიო ინდუსტრიის და ველომწარმოებლების უფლების მოცემის შემთხვევაში, ქართულ კომაპნიას მიაწოდონ ნაწილები, Georgian Bicycle Group-ი მზად არის ქართული ველოსიპედის აწყობაც დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური, იმპორტირებული ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023