ბიზნესი
19/08/2021

Georgian Bicycle Group-ი Amazon-ზე პროდუქციის განთავსებას არ განიხილავს

“Amazon-ი ელ.კომერციის ყველა მოთამაშისთვის საინტერესო და საოცნებო ბაზარია, თუმცა, როდესაც კომპანია ამ პლატფორმაზე  პროდუქუციას განათავსებს, მისი შესაბამისი უნდა იყოს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Georgian Bicycle Group-ის ხელმძღანელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაცით, Amazon-ი კარგი პლატფორმაა მაგალითად ნაწილების შესასყიდად და არაა ეფექტური დასრულებული პროდუქტის გამოსაწერად.

„როდესაც მომხმარებელს სთავაზობ პირობითად, 3 000 ევროიან ველოსიპედს, Amazon-ი ამისთვის არ გამოგადგება, რადგან ამის მსურველი კომპანიის ვებ-გვერდზე შემოვა. Amazon-ი კარგია ნაწილების შესასყიდად. დასრულებული პროდუქტისთვის - არა. როდესაც მე მინდა Iphone, Amazon-ზე არ შევალ, დავინტერესდები Apple-ის ვებ-გვერდით და იქიდან გამოვიწერ. თუ მინდა ე.წ ბრონი, შევალ Amazon-ზე და იაფად ვიყიდი,“ - აცხადებს კიკნაველიძე.

როგორც ცნობილია, საქართველოში პირველად, მინი ველობაზა ამოქმედდება. პროექტი, რომლის მფლობელი Georgian Bicycle Group-ია, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება.

ტერიტორიაზე Georgian Bicycle Group-მა შეიძინა 250 ჰა ფართობი, სწორედ აქ იგეგმება ველობაზის, სერვისცენტრის და ელექტრომობილების წარმოების გაერთიანებული ბაზის მოწყობა. მისივე განცხადებით, ველობაზა 2 თვეში გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია, მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში. Georgian Bicycle Group-ის პროდუქცია წარმდგენილი „მეგასპორტის“ ფილიალებშიც.