ბიზნესი
21/07/2021

Georgian Airways Cargo კიევსა და ბუდაპეშტში ავიაგადაზიდვებს იწყებს

Georgian Airways-ი Cargo მიმართულებებს აფართოებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Georgian Airways Cargo-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა განუცხადა, 25 ივლისს ავიახომალდი Boing B737-800 სატვირთო საჰაერო რეისს უკრაინაში, კიევში პირველად შეასრულებს, აგვისტოს ბოლოდან კი დაემატება ბუდაპეშტიც.

მისი ინფორმაციით, Georgian Airways Cargo სატვირთო გადაზიდვებს მიმდინარე წლის აპრილიდან ჩინეთში ახორციელებს. გადაზიდვები ხორციელდება ლონდონის და თელ-ავივის მიმათულებითაც.

როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია საჰაერო ტვირთების გადაზიდვებს ერთი ხომალდით ახორციელებს, თუმცა წლის ბოლომდე Georgian Airways Cargo მეორე ხომალდის შესყიდვასაც გეგმავს, 2022 წლისთვის კი მესამე ხომალდს შეიძენს, თუმცა, ეს სხვა ტიპის და გაცილებით მეტი ტევადობის იქნება.

Georgian Airways-მა Boing B737-800 ლიზინგით შეიძინა. ავიახომალდი მანამდე კომპანია SmartWings-ის საკუთრებაში იყო და მას მგზავრები ევროპის მასშტაბით გადაჰყავდა. თუმცა, შემდეგ თვითმფრინავი ტვირთების გადასაზიდად მოეწყო. მისი მაქსიმალური მოცულობა 24 ტონაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე რამდენიმე ქართული სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს: Geo Sky, TCA და Easy Charter, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან მათ Georgian Airways-ის შვილობილი ავიაკომპანია “Georgian Airways Cargo დაემატა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022