Georgian Airways $150 მლნ-ად იყიდება - კომპანიისთვის ინვესტორს Georgian Business Brokerage ეძებს
ცოტა ხნის წინ დაფუძნებლი ქართულ-ამერიკული „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ავიაკომპანია Georgian Airways-ისთვის ინვესტორს ეძებს.
კომპანიის გასაყიდ შეთავაზებებში 28 წლიიანი ისტორიის მქონეა ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად არის შეფასებული. შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის სრულად, ასევე ნაწილობრივ - მისი წილის შეძენა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Georgian Airways-მა სასამართლოს გადახდიუუნარობის საქმის დაწყების თხოვნით მიმართა. ავიაკომპანიამ რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა ითხოვა რაც დაკმაყოფილდა. კომპანია კრედიტორების მიმართ 176 მლნ-მდე ლარის დავალიანება აქვს. მისი აქტივები კი, მხოლოდ 21,3 მლნ ლარია. კომპანიას ვალდებულებები აქვს 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლებს, და 16 168 მგზავრის წინაშე.
Georgian Airways-ი აცხადებს, რომ აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და 2 თვეში მუშავდება რეაბილიტაციის გეგმაც, რაც დაეფუძნება არსებული რეისებიდან შემოსავალს, რაც კომპანიის მფლობელთა მტკიცებით, უზრუნველყოფს შემოსავლების გამომუშავებას და კრედიტორების გასტუმრებას.
რაც შეეხება „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯს“, კომპანიის პრეზიდენტი სწორედ Georgian Airways-ის ექს პრეზიდენტი რომან ბოკერიააა.
Georgian Business Brokerage აშშ-ს საერთაშორისო ბიზნეს ბროკერთა და ევროპის ბიზნეს ბროკერთა ქსელის მეშვეობით საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და გლობალური კერძო კაპიტალით პერსპექტიული ბიზნეს პროექტების დაფინანსებას გეგმავს.