ბიზნესი
03/12/2021

Georgia Capital-მა $30 მლნ-ის კომერციული უძრავი ქონებების პორტფელი გაყიდა

Georgia Capital-მა 30 მლნ დოლარის კომერციული უძრავი ქონებების პორტფელი გაყიდა, - კომპანიამ პორტფელის გაყიდვა Galt & Taggart-ის ჩართულობით შეძლო.

Galt & Taggart-ი აცხადებს, რომ ეს უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგებაა. 

უფრო კონკრეტულად, ტრანზაქციის დასაწყისიდან მის დასრულებამდე, Galt & Taggart-მა Georgia Capital-ს შერწყმა-შეძენასთან (M&A) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება გაუწია, რაც გულისხმობდა მხარდაჭერას აქტივების შეფასების, ინვესტორთა ბაზის იდენტიფიცირების და აქტივების მეშვეობით პოტენციურად ბიზნესის/კომერციული საქმიანობის განხორციელების გეგმის შექმნასა და ჩამოყალიბების პროცესებში. ასევე, მხარდაჭერას მარკეტინგული დოკუმენტაციის მომზადებაში, შერჩეულ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმართვასა და ტრანზაქციების დახურვაში. აღნიშნული ერთ-ერთი უმსხვილესი M&A ტრანზაქციაა ადგილობრივ ბაზარზე.  

„ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში M&A მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების განვითარებას. Galt & Taggart-ი აგრძელებს მომხმარებლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინვესტიციებისა და აქტივების მართვის, ფინანსური კონსულტაციების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებებით თუ სხვა“, - აცხადებს Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე.

 

Businesspartner